ზაზა სარალიძეს, რომელიც მთავარ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვდა, პროკურატურის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ტერიტორიაზე იმყოფებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელსაც ასევე დაატოვებინეს პროკურატურის მიმდებარე ტერიტორია.
პროკურატურის განცხადებით, სარალიძეს მისი შვილის საქმეზე მომუშავე სამივე პროკურორი სამშაბათს შეხვდება.
„თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ, მოკლებულნი ვართ მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სამშაბათს, სამივე საქმის პროკურორი, საქმიან ფორმატში მზად არის ზაზა სარალიძესთან შესახვედრად" - აცხადებენ პროკურატურაში.