Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან გოგიჩაიშვილი: დავრჩები თუ არა გუნდში, ამაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს

06 თებერვალი, 2019 15:33

„ქართული ოცნების“ ოფისში დასრულდა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა. რომელზეც, როგორც ეკა ბესელიამ თქვა, ფუნდამენტურ საკითხებზე ისევ ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ რამდენიმე დღეში გადაწყვეტს, დარჩება თუ არა გუნდში.

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილი კი ამბობს, რომ მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება, დარჩება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობაში, თუმცა ამას მოგვიანებით იტყვის.

„მე ჩემ თავში გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, ამა თუ იმ ფორმით, ამას როდის გავახმოვანებ, მაგას დავიტოვებ ჩემთვის. მინდა, დავინახო, სად დავშორდით ან სად ვერთდებით. ჯერჯერობით, გუშინდელი განცხადებიდან ჩანს, რომ ვშორდებით, რადგან ეს მოცემულობა არ არის ის დაკვეთა, რისთვისაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა.

ბუნებრივია, მე ვერ გადავლახავ იმ მორალურ ხაზს, რომ ჩემსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის წაიშალოს ზღვარი. ჩემთვის მიუღებელია, არ შეიძლება, უთხრა ხალხს, რომ, ვთქვათ, შენ თუ არ მოგწონს დიმიტრი გვრიტიშვილი, შენ ხარ „ნაციონალური მოძრაობა“.

მე ვიტან ამ შეურაცხყოფას, რადგან საჯარო პირი ვარ, მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც ღიად არ გამოხატავენ პოზიციას, არ ესმის მათი ხმა. მათ რომ ეუბნები. აი. ესენი კაი ბიჭები არიან და მოდი. კიდევ მივცეთ შანსი, ეს მათთვის შეურაცხმყოფელია“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

დეპუტატის თქმით, პოლიტსაბჭოს განცხადება და გუნდის ნაწილის პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოების დაკვეთასთან. პირადად მისთვის კი მიუღებელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულმა პირებმა მართონ სასამართლო.

„მე არ ვეთანხმები ფორმულას, რომ ადამიანები, რომლებიც აკეთებდნენ ძალიან ბევრ ცუდ საქმეს, ახლა კარგს გააკეთებენ. ეს არის ჩემთვის მიუღებელი, ფასეულობის საკითხია. მე მიმაჩნია, რომ თუ ადამიანმა გააკეთა ბევრი ცუდი საქმე, ის უნდა დაისაჯოს.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, მე შესვლამდეც ვთქვი, რომ არ ვეთანხმები მას. უფრო მეტიც, ის წინააღმდეგობაში მოდის ძალიან ბევრ ადამიანთან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სასამართლოს მომავალი არ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები. ეს ყველაფერი დავაფიქსირე შეხვედრაზე“, - თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^