Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სარალიძე: მაქვს შთაბეჭდილება, რომ დაბალი რგოლები გენპროკურორს არასწორ ინფორმაციას აწვდიან

06 თებერვალი, 2019 17:22

„მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დაბალი რგოლები არასწორ ინფორმაციას აწვდიან [მთავარ] პროკურორს. ჩემი პოზიცია რაც არის, რაზეც პრეტენზია მაქვს, ეს მისთვის არ არის ცნობილი" - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ გენპროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, პროკურატურის მიერ დაანონსებული შეხვედრა სამშაბათს გაიმართება, სადაც იგი იმ პროკურორებს შეხვდება, რომლებიც მისი შვილის მკვლელობის საქმეებზე მუშაობენ.

სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განმარტა, რომ გენპროკურორს გარკვეული ინფორმაცია არ ჰქონდა და არც დაუმალავს, რომ არ იცოდა. 

მისი თქმით, მათ პროკურატურასთან კომუნიკაციის ნაკლებობა აქვთ, რადგან პროკურატურას ისი პროცესების საქმის კურსში არ ჩაუყენებია.

„15 წუთიანი შეხვედრაც რომ მომხდარიყო, დღეს რაც მოხდა იმას თავიდან ავირიდებდით" - თქვა ლონდარიძემ. 

________________________

სარალიძე პროკურატურაში მას შემდეგ შეუშვეს, რაც მან პროკურატურის ეზოში თვითდაზიანებები მიიყენა. იგი ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარალიძეს მისი შვილის საქმეზე მომუშავე სამივე პროკურორი მას სამშაბათს შეხვდება.

საქართველოს პროკურატურაში ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, გაიმართება თუ არა ეს შეხვედრა, იმის გათვალისწინებით, რომ სარალიძეს თადუმაძე უკვე ხვდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^