„ბიზნესის სკოლა ჩვენია" - ამ ლოზუნგით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ.
სტუდენტები უნივერსიტეტში რეორგანიზაციის შეწყვეტას მოითხოვენ, „რათა ბიზნესსკოლამ ცალკე იარსებოს". მათი თქმით, აკადემიურმა საბჭომ უნდა ახსნას, რატომ მიიღო რეორგანიზაციის გადაწყვეტილება.
მათ წაიკითხეს ილიაუნის მოწვეული ლექტორების განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბიზნესსკოლისთვის პირვანდელი სტატუსის დაბრუნებასა, რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შექმნას და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვას მოითხოვენ.
31 იანვარს გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ რეორგანიზაციის გამო იგი ბიზნესსკოლის დეკანის თანამდებობას აღარ იკავებს.