.jpg)
მაია ჩიგოევა- ცაბოშვილი კონფიქტების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია "ლიბერალს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
მაია ჩიგოევა - ცაბოშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
მონაწილეობდა პროექტებში: "ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პროცესში საერთაშორისო გარანტორების ინსტიტუტი", "სამხრეთ ოსეთში 1989-1992 წლებში განვითარებული მოვლენების შეფასება", "სამხრეთ ოსეთის პილიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის კონცეფცია", "ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების სამოქმედო გეგმა". 2006 წლის ნოემბერში კენჭი იყარა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ალტერნატიულ არჩევნებში.
მაია ჩიგოევა - ცაბოშვილმა 2011 წელს კანადაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.