იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ის კარგი მოსამართლეა და მას თავის საქმიანობასთან "კითხვები არ აქვს."
“მე მაქვს ჩემი კლანი, ჩემი მეუღლე სალომე დათუაშვილი და ჩემი შვილები, ეს არის ჩემი კლანი, სადაც მე ვარ უფროსი. რაც შეეხება სასამართლოს, არავითარი კლანი არ არსებობს, ეს არის გუნდი, აბსოლუტურად ლეგიტიმურად შექმნილი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვგულისხმობ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად თავის თანამდებობაზე გამწესებული, ეს არის გუნდი, ერთიანი სულისკვეთებით, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული, რომელიც ზრუნავს სასამართლო სისტემის ინტერესების დაცვაზე, მის დამოუკიდებლობის დაცვაზე და შემდგომ განვითარებაზე, ეს არის ის, რასაც კლანს გვეძახიან.” - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაცემაში "პოლიტმეტრი"