Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფრთხილად მოეკიდეთ გაზის დანადგარებს, CO ბუნებრივ აირზე უფრო საშიშია - ყაზტრანსგაზი

07 თებერვალი, 2019 11:36

გუშინ თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით (CO) ხანშიშესული ცოლ-ქმარი მოიწამლა. ოჯახში აკრძალულ ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელს ხმარობდნენ.

„ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მეპატრონეები გააფრთხილეს, არ მოიხმარონ აღნიშნული დანადგარი.

ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა კორპუსში მცხოვრები სხვა მობინადრეების უსაფრთხოების მიზნით შეამოწმეს კორპუსის სავენტილაციო არხები. გაზის სპეციალისტებმა კიდევ ერთ მობინადრესთან აღმოაჩინეს ღია კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი, რომლის საკვამლე მილი დაერთებული იყო კორპუსის სავენტილაციო არხში, რაც სხვა მობინადრეების სიცოცხლეს პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა. მობინადრეს ჩაუტარდა უსაფრთხოების ინსტრუქცია და გააფრთხილეს, რომ არ მოიხმაროს აღნიშნული დანადგარი.

ამავე კორპუსში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბინის მეპატრონემ უარი თქვა შემოწმებაზე და კარი არ გაუღო გაზის სპეციალისტებს. მსგავსი შემთხვევები ხშირია და კომპანიის მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად სწორედ ის მობინადრეები არღვევენ უსაფრთხოების წესებს, რომლებიც უარს ამბობენ მათ ბინებში გაზდანადგარების შემოწმებაზე.

აკრძალული გაზის დანადგარების ჩაჭრას კი ყაზტრანსგაზ-თბილისი ვერ ახერხებს, რადგან კომპანიის სპეციალისტებს ქსელის შემოწმების მიზნით მობინადრეები სახლში არ უშვებენ.

ყაზტრანსგაზ-თბილისი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდონ გაზის დანადგარებს და გახსოვდეთ, რომ CO ბუნებრივ აირზე უფრო საშიშია, "- ამბობენ კომპანიაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^