რუსეთის გენერალური პროკურატურა ოფიციალურად მოითხოვს თბილისში დაკავებული იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიციას.
BBC-ს რუსული ბიუროს ცნობით, რუსეთი მას თაღლითობას ედავება: გამოძიების ვერსიის თანახმად, 2013-1014 წლებში ჰაკერები იტაცებდნენ ტუროპერატორთა მონაცემებს და მათი სახელით ფიქტიურ სარკინიგზო ბილეთებს აფორმებდნენ.
ამ საქმეს აწარმოებდა 10 ოქტომბერს პოდმოსკოვიაში მოკლული პოდპოლკოვნიკი ევგენია შიშკინა. ქართველმა სამართალდამცველებმა 2018 წლის 5 ნოემბერს სუმბაევი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მას ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენასა და ყალბი პასპორტის გამოყენებაში. ის ამჟამად გლდანის ციხეშია. ორმა წყარომ, რომლებიც იცნობს „ბილეთების საქმეს“, BBC-ს დაადასტურეს, რომ 26 ნოემბერს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს გაუგზავნა მოთხოვნა სუმბაევის ექსტრადაციის თაობაზე.
ამ მოთხოვნის შესახებ წყაროებმა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს. ერთ-ერთი წყაროს პროგნოზის მიხედვით, აპრილამდე სუმბაევის რუსეთში ექსტრადიცია მოხდება.
„რუსეთის გენერალური პროკურატურა იძლევა გარანტიას, რომ 22.01.1993 წლის სამართლებრივი კონვენციისა და სამართლებრივი ურთიერთობების ოჯახური და სისხლის სამართლის საქმეების 66-ე მუხლის მიხედვით, სუმბაევს დაეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ დანაშაულებრივი ქმედებების გამო, რომელთა გამოც ითხოვენ მის გადაცებას“, - წყაროს მიერ BBCის დოკუმენტის ციტატა.