Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპენსიო რეფორმას თუ არ დაუჭირეს მხარი, დავტოვებ უმრავლესობას - ნაცვლიშვილი

07 თებერვალი, 2019 16:28

უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მისთვის ორი საკითხია წყალგამყოფი - მოსამართლეების საკითხი და საპენსიო რეფორმა.

ბექა ნაცვლიშვილი საპენსიო რეფორმის ინიცირებას გეგმავს და ამბობს, რომ საპენსიო რეფორმა მისი მნიშვნელობით მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხს არ ჩამოუვარდება.

„ორი საკითხი დგას დღის წესრიგში, რომელიც არის ჩემთვის წყალგამყოფი - ეს არის მოსამართლეების საკითხი, რომელიც განიხილება ცოტა უფრო გვიან და მეორე არის საპენსიო რეფორმის საკითხი. საპენსიო რეფორმის საკითხი არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი,  მხარდაჭერა თუ არ მექნება ე.ი. ჩვენს შორის არის ძალიან დიდი ღირებულებითი განსხვავება. საპენსიო რეფორმას თუ არ დაუჭირეს მხარი, მე მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო უმრავლესობა" - ამბობს ბექა  ნაცვლიშვილი. 

საპენსიო რეფორმა თაობათა შორის სოლიდარობის იდეაზე უნდა იდგეს - სოცდემოკრატები

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^