განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ. მინისტრი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ საუბრობს.
მიხეილ ბატიაშვილმა უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უფასო ფაკულტეტების სისტემა გაუქმდება.
მინისტრის თქმით, უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელზე მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.
„მინდა გითხრათ, რომ უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემი არ არის, არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული. მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ, რაზე უნდა იყოს ეს დაფუძნებული. ინტენსიურად მიდიოდა კვლევა და მსოფლიო ბანკი უკვე ასრულებს მუშაობას ამაზე, მაგრამ პირდაპირ რაც შეგვიძლია ვთქვათ, მომავალ წელს გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს და პირდაპირ გადავიდეთ ახალ მოდელზე .
რჩება ვაუჩერული სისტემა, რომელიც სტუდენტს მიჰყვება პირდაპირ, მაგრამ მეორე მოდელი, რესურსი, რომელიც მიედინებოდა უნიერსიტეტებში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, ეს გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებლებზე, რის მიხედვით უნდა მოხდეს უნივესიტეტების სტიმულირება. ეს გამოსასწორებელი იყო და ერთ თვეში დავასრულებთ ამაზე მუშაობას, "- განაცხადა მინისტრმა.