განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო მზადაა საარჩენო პერიოდში ინსპექტირებასა და აუდიტზე მორატორიუმი გამოაცხადოს.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ის თავად არ იზიარებს ამ ინიციატივას, თუმცა, იმის გამო, რომ არ გაჩნდეს პოლიტიკური მოტივზე კითხვები, მზად არის მხარი დაუჭიროს მორატორიუმს.
„თუ ჩათვლით, რომ არის რისკები, ჩვენ არ ვეთანხმებით, მაგრამ მზად ვართთ, ჩვენ მხარი დავუჭიროთ და არჩევნების პერიოდში გამოცხადდეს მორატორიუმი ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროში“, - თქვა ბატიაშვილმა.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ინსპექტირება მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება და მისი მინსიტრობის პერიოდში გამორიცხავს პოლიტიკური მოტივით სადმე აუდიტის შესვლას. თუმცა, ეს პრობლემა, კითხვები წლების განმავლობაშია დაგროვებული და მათ „დასაზღვევად“ მზადაა, არჩევნების პერიოდში ინსპექტირების შეჩერებაზე გადაწყვეტილება მიიღოს.