Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან მურუსიძეს 15-ქულიან შეფასებაში 20 ქულა დაუწერეს

08 თებერვალი, 2019 15:00

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურისიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა 15-ქულიან შეფასებაში 20 ქულა დაუწერა. 

ლევან მურუსიძის საქმიანობის შეფასების დოკუმენტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე ავრცელებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძისთვის გასაუბრების დროს ქულათა მაქსიმუმზე მეტი შეფასების დაწერას მექანიკურ შეცდომას უწოდებს. 

„მოცემულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლე ლევან მურუსიძე 98 ქულით შეაფასა. ზეპირი კომუნიკაციის უნარში მინიჭებული 20 ქულა არის მექანიკური შეცდომა, ვინაიდან შეფასების საბოლოო ქულათა ჯამი 100-ს არ აღემატება. აღნიშნული მექანიკური შეცდომა საბოლოო ქულათა ჯამზე არ ასახულა", - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^