რუმინეთისა და საქართველოს რაგბის ნაკრებებს შორის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 18 - 9.
კლუჟის სტადიონზე მასპინძელი ქვეყნის ნაკრების წევრები მატჩამდე სპეციალური ლოგოიანი მაისურით გამოვიდნენ, რომელზეც ანთიმოზ ივერიელის, ვახტანგ VI და კონსტანტინ პრინკოვეანუს ფოტოები იყო დატანილი.
რუმინეთი-საქართველოს მატჩი კლუჟში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყო.
საშინაო მატჩების თარიღებია:
საქართველო v ესპანეთი. ავჭალა 17/02
საქართველო v გერმანია. აია არენა10/03