გადასარჩენია ქართველი ერის თვითრწმენა იმის შესახებ, რომ საკუთარი სახელმწიფოს გაძღოლა შეუძლია, - აცხადებს „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომელიც იმყოფება საჯარო დისკუსიაზე: “როგორ გადავარჩინოთ სასამართლო სისტემა?“
„დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე კი არ ვაშენებთ, ვანგრევთ სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს. თუ არა ჩვენი ხალხის ისტორიული სიძლიერე და ერის დაუოკებელი სურვილი, რომ გვქონდეს სახელმწიფო, ჩვენ წესით, აღარ უნდა ვარსებობდეთ რუკაზე, იმდენად არასწორად ვეპყრობით საკუთარ ქვეყანას და სისტემას. მაქვს იმედი, რომ გადავარჩენთ სასამართლოს და რაც მთავარია, ჩვენს ენთუზიაზმს და რწმენას, რომ შეგვიძლია ჩვენი ქვეყანა დავალაგოთ, ამ ქვეყანაში კანონი იყოს უზენაესი. სიმართლე და სამართლიანობა საყოველთაოდ იყოს გავრცელებული", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
დისკუსიაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესასოციაციების, სახელოვნებო სფეროს, პროფესიული წრეების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადოების აქტიური წევრები.