Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეპუტატები, რომელმაც ხელი მოაწერეს ანტიდისკრიმინაციულ კანონს, სამსჯავროზე მკაცრად განისჯებიან - მღვდელი

11 თებერვალი, 2019 15:10

„თითოეული პარლამენტარი, რომელმაც ხელი მოაწერა [ანტიდისკრიმინაციულ] კანონს, საშინელ სამჯავროზე ძალიან მკაცრად განისჯება და თუ არ შეინანებს, სულს წარიწყმიდავს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტზე მღვდელმა ფოტი ზუმბაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სულს წარიწყმედენ ის ადამიანებიც - მთავრობის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, თუ სხვა ნებისმიერი სტატუსის მქონე მოქალაქეები, თუ „ამ ქმედებას მხარს დაუჭერენ, და ნებისმიერი სახით ამ ცოდვას წაახალისებენ".

„[ანტიდისკრიმინაციულ] კანონში ჩადებული განსაზღვრებით - გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია, დაკანონებულ იქნა ჩვენს ქვეყანაში, სოდომ-გომორის მომაკვდინებელი ცოდვა. ეს ცოდვა თავისი სიმძიმით განსაკუთრებულია იმდენად, რამდენადაც პირველ რიგში არის ღვთის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედება, ჩადენილი ქმედების წახალისება, და იწვევს სულიერ კვდომას. ეს სულიერი თვალსაზრისით. ამაზე, მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერული ადამიანი არ იდავებს, თუ რამდენად საზიანოა სულისთვის და შეუნანებლობის შემთხვევაში რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან - სულიერი წარწყმედა.

მეორე მხრივ, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რადგან არის კონტრპროდუქციული ქმედება - შობადობის საშუალებას არ იძლევა. მათ არანაირი ნაყოფიერების წყარო არ აქვთ. გარდა ამისა, ეწინააღმდეგება ჯანსაღი ცხოვრების წესს, წყარო არის უამრავი მომაკვდინებელი ვენერიული დაავადებისა. ასე რომ, ეს ქმედება არის როგორც სულიერი, ასევე ხორციელი თვალსაზრისით ჩადენილი დანაშაული", - განაცხადა მღვდელმა ფოტი ზუმბაძემ.

კომიტეტი ემზარ კვიციანის კანონპროექტს განიხილავს, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების - „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ - ამოღებას ითვალისწინებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^