
პარლამენტის წევრი, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი ემზარ კვიციანი, მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამს ეხმაურება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მათ ევროპის ცენტრში იაფფასიანი შოუ მოუწყვეს.
„არ მახსოვს, ვინ სთქვა; „შეძენილი ინტელიქტი არაფერია თან დაყოლილ სიბრიყვესთანო"! ისე მიხო საქართველოში ყველაზე ძაან მე გელოდები!ერთი სული მაქ როდის შეგიმოწმებ ინტელექტს!" - წერს პასუხად ემზარ კვიციანი. (სტილი დაცულია).