Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ბაჩანა შენგელია განათლების მინისტრის დაკითხვას მოითხოვს

12 თებერვალი, 2019 13:13

პროკურატურამ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო. გარდაცვლილი სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, განათლების მინისტრის დაკითხვას მოითხოვს. 

სკოლის ინსპექტირებაზე, რომლის დირექტორიც ია კერზაია იყო, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

„მთავარია, რომ დაწყება დაწყებისთვის არ იყოს. უნდა გატარდეს აუცილებლად სასწრაფო-საგამოძიებო მოქმედებები, პირველ რიგში უნდა დაიკითხოს განათლების მინისტრი, აუდიტის სამსახურის თანამშრომლები და ყველა ის პირები, ვისაც მიგვაჩნია, რომ წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულის ჩადენაში,“ - ამბობს ბაჩანა შენგელია.

როგორც განათლების მინისტრმა გუშინ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაიწყო. ბაჩანა შენგელია კი ამბობს, რომ განათლების სამინისტრო კი არ უნდა ესალმებოდეს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, არამედ უნდა რცხვენოდეს, რომ თავად შიდა მოკვლევაც არ დაიწყეს.

.............

ია კერზაია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი იყო წლების განმავლობაში. ინსულტის შემდეგ ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციაში იყო მოთავსებული და 9 დეკემბერს გარდაიცვალა. 

ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებდა, რომ მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ მე-6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა.

რის გამო მიიჩნია სამინისტრომ ია კერზაიას გათავისუფლება მიზანშეწონილად - ინსპექტირების დასკვნა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^