
თბილისში, პარკ „მზიურში“ კაფე „ახალი მზიური“ გაქურდეს. კაფეს მენეჯერი ანა გოგუაძე Facebook-ზე წერს, რომ მოპარულია კომპიუტერი, ტელეფონი, აიპოდი და ფული - 165 ლარი.
როგორც „ლიბერალს“ შსს-ში უთხრეს, პოლიციას დადგენილი ჰყავს სავარაუდოდ ქურდობაში მონაწილე არასრულწლოვნები და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.
გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. დამამძიმბელი გარემოებების შემთხვევაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე ან ექვსიდან ათ წლამდე,