Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქოჩლაძე: ბევრი პრობლემაა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით

13 თებერვალი, 2019 12:28

სამოქალაქო საზოგადოებამ საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულების ანგარიში წარმოადგინა.

გარემოს დაცვის მიმართულებით, ანგარიშში ნათქვამია, რომ არ შესრულდა ვალდებულება  „საქართველოში გამონაბოლქვის დაბალი მაჩვენებლის განვითარების სტარატეგიის შემუშავებისა და მიღების“ შესახებ.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მართალია, მომზადდა და საბოლოო სახე მიეცა აღნიშნულ სტარატეგიას, თუმცა მთავრობას ის ჯერ არ მიუღია.

„ძირითადი გამოწვევები არის რომ მივიღეთ კანონი გარემოს ზემოქმედების შეფასებაზე. კანონი ძალაშია, თუმცა მის აღსრულებასთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი პრობლემები, ეს შეეხება იმ ყოველდღიურ კონფლიქტურ პრობლემებს, რომელიც მოსახლეობას აქვს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ და სხვა ტიპის საწარმოო ობიექტთან, მაგალითისთვის ეს არის ბათუმის  ტერმინალი და სამინისტრო, სამწუხაროდ, არ იყენებს ყველა შესაძლებლობას, რომელსაც ახალი, ევროკავშირთან შესაბამისი კანონმდებლობა იძლევა იმისთვის, რომ აღმოფხვრას არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები, მოსახლეობა რეალურად ჩართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - ამბობს „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი მანანა ქოჩლაძე.

მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენს გადავადებები. მაგალითად მოჰყავს კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ და კანონი წყლის შესახებ. მისივე თქმით, ეს ბოლო 7 წელია, მთავრობის შიგნით განიხილება და ჯერ კიდევ არ არის საზოგადოების განხილვის ეტაპამდე მიღწეული, - „წლის ბოლომდე ეს კანონი მირებული უნდა იყოს თავისი ქვე ნორმატიული აქტებით, მაგრამ ამ დრომდე ვხედავთ, რომ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება ერ არსებობს“.

ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო „გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან, სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებასთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობის მიღებითა და იმპლემენტაციის გზით; გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღება, საზოგადობისთვის გარემოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით; პოლიტიკური აქტივობის სხვადასხვა სფეროში გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება და გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაზიარების მექანიზმის გაუმჯობესება, რაც შეესაბამება ერთიანი გარემოსდაცვითი ინფორმაციის სისტემის (SEIS) პრინციპებს“.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამ მიმართულებით გაკეთდა შემდეგი:  ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად 2018 წლის 1 იანვარიდან ამოქმედდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რაც მოთხოვნილია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით. კოდექსი განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის პროცედურებს, სახელმწიფო და კერძო პროექტებისათვის, რომლებსაც თან სდევს მნიშვნელოვანი რისკები გარემოსთვის და ადამიანების ჯანმრთელობისთვის. ამასთან, კოდექსის საფუძველზე აღდგა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა.

• 2018 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა კოდექსის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილი. შედეგად, პირველი დოკუმენტი „ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის, სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისა და მაღალმთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარების შესახებ სტრატეგია წარედგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკრინინგის პროცედურის ჩასატარებლად.

• გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დაამტკიცა გარემოსდაცვით ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომის წესი (2017).

• მთავრობამ ხელახლა შემოიღო გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა, ასევე შეიმუშავა და დაამტკიცა, ნორმატიული აქტები, რომელთა საფუძველზე განხორციელდება საჯარო მოსმენების ორგანიზება.

თუმცა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მთავრობას არ გაუმართავს კონსულტაციები საზოგადოებასთან საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის რესტრუქტურიზაციის პროცესში, რომლის შედეგად 2018 წლის გაზაფხულზე მოხდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შერწყმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.

• გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სისტემატურად არღვევდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოთხოვნებს საზოგადოების მონაწილეობის თაობაზე. კერძოდ, კონსულტაციების ჩატარების ვადების, დოკუმენტაციის გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის, საჯარო მოსმენების ორგანიზების და სხვა საკითხების თვალსაზრისით. შედეგად, გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესებში საზოგადოების მონაწილეობა კვლავაც პრობლემურია.

• შემუშავების პროცესშია კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. პირველი კანონპროექტი საზოგადოების განსახილველად და შენიშვნების მისაღებად 2018 წლის ივნისში იქნა წარდგენილი. კანონი ხელახლა შემოიღებს „დამბინძურებელი იხდის~ პრინციპს, რათა თავიდან იქნეს აცილებული და გამოსწორებული გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2004/35/EC დირექტივის შესაბამისად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^