Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანა არგანაშვილი: ბავშვების ძალადობისგან დასაცავად სახელმწიფო სათანადოდ არ ზრუნავს

13 თებერვალი, 2019 13:17

სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, სახელმწიფოს მიერ 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულება და პრიორიტეტები ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მეტწილად არ შესრულებულა.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლის ანა არგანაშვილის თქმით, ასოცირების დღის წესრიგში ბავშვთა უფლებების კუთხით ორი ძირითადი მიმართულება იყო - სახალხო დამცველის ხელშეწყობა და ბავშვთა დაცვა ძალადობისგან.

მისი შეფასებით, სახალხო დამცველს ხელი არ ეწყობა, ბავშვთა ძალადობისგან დაცვის კუთხით კი სახელმწიფო იმ ბრძანების თავისთავზე მიწერას ცდილობს, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს იყო დამტკიცებული.

„მონიტორინგის შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ სახალხო დამცველს არათუ ხელი ეწყობა, შენობაც კი აღარ აქვს. ამიტომ, ბავშვთა უფლებებისთვის გამოყოფილი ფინანსების დახარჯვა უკვე ქირაზე უწევთ.

რაც შეეხება ბავშვთა დაცვას ძალადობისგან, ისედაც ცნობილია რა მდგომარეობაა ქვეყანაში. მაგრამ მონიტორინგის დროს აღმოვაჩინეთ, რომ მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაში წერს იმ ბრძანებას, რომელიც უკვე 2010 წელს იყო დამტკიცებული.

მათ ამ ბრძანების დადგენილების სახით მიღება, როგორც ახალი ღონისძიება ისე შეიტანეს და სამწუხაროდ, ჩვენ აღარ გვიკვირს, რატომ არის არაეფექტური ბავშვთა დაცვა ძალადობისგან. თუ ჩვენ ძველ ქმედებებსა და ღონისძიებებს ჩავთვლით ახალ ბავშვთა დაცვის ღონისძიებად, რა თქმა უნდა, პროგრესს ვერასდროს მივაღწევთ“, - თქვა ანა არგანაშვილმა.

ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს ომბუდსმენი ეწეოდა რეგულარულ საქმიანობას ბავშვების დასაცავად, მათ შორის ბავშვებს შორის სუიციდსა და ბავშვთა სიღარიბეზე.

მაგრამ ომბუდსმენს სრულფასოვან მუშაობაში შეექმნა დაბრკოლებები. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს მუშაობა სტრესულ, ჯანმრთელობისთვის დასიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში უწევდათ. ცუდი ინფრასტრუქტურული პირობების გამო სახალხო დამცველის ოფისს თავისი შენობის დატოვება მოუწია და დღესაც ოფისის ქირაობა უწევს.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, მეორე მოკლევადიანი პრიორიტეტის შესასრულებლად ხელისუფლება ვალდებული იყო, შემოეღო ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე. თუმცა, როგორც არგანაშვილმა თქვა, ეს მექანიზმი ჯერ კიდევ 2010 წელს შეიქმნა.

ძალადობისგან ბავშვების დაცვის თვალსაზრისით კი ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა არსებობს და სახელმწიფო სათანადოდ არ ზრუნავს მათ მოგვარებაზე. ანა არგანაშვილის თქმით, ამ კუთხით არც პრევენციული ღონისძიებები, არც რეაბილიტაცია და არც სხვა ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა. ამასთან, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ აღიაროს ეს პრობლემა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^