Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს შეხვდა

13 თებერვალი, 2019 18:27

მთავარ პროკურატურაში ზაზა სარალიძისა და გენერალური პროკურორის შეხვედრა დასრულდა. ზაზა სარალიძის თქმით, შალვა თადუმაძესთან შეხვედრით კმაყოფილი არ არის, რადგან ბევრი შეკითხვა დასვა, რომელზეც პასუხები ისევ ვერ მიიღო.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მიიჩნევს, რომ გენერალურ პროკურორს, როგორც ჩანს, არასწორ ინფორმაციას აწვდიან და წინა კვირას გამართული შეხვედრის შემდეგ ამ საქმეზე წინსვლა არ შეიმჩნევა.

„ფაქტია, საქმის პროკურორები მაქსიმალურად ცდილობენ ამ საქმიდან მიხეილ კალანდიას გამოყვანას“, - განაცხადა სარალიძემ. მისი თქმით, ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს ამ საქმეში მონაწილე ყველა პირისა და იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემამდე, ვინც საქმის მსვლელობაში უხეშად ჩაერია.

„მივიღე იმის პირობა, რომ დაწყებულია მოკვლევა პროკურორებისა და გამომძიებლების მხრიდან სამსახურებრივ გადაცდომებზე და ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ უმოკლეს ხანში“, - თქვა სარალიძემ. ის გენერალურ პროკურორთან კიდევ ერთ შეხვედრას სააპელაციო სასამართლოში განხილვის დასრულების შემდეგ გეგმავს.

ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, მათ შეხვედრაზე დასვეს ის საკითხები, რომელთან განხილვაც მნიშვნელოვანია. ლონდარიძის თქმით, ის ორშაბათიდან შეუდგება ხორავას ქუჩაზე გამოყოფილი საქმის მასალების გაცნობას, რომელშიც ამ საქმეზე დაწყებული ხელახალი გამოძიება იგულისხმება. მისი თქმით, პრიორიტეტული სწორედ ეს გამოყოფილი საქმეა.

„ჩვენ დავაფიქსირეთ ყველა ის დარღვევა, რომლებსაც თვალს ვადევნებთ სააპელაციო სასამართლოს მსვლელობისას. ეს შეეხება მოწმეთა დაკითხვის მეთოდებსა თუ დასმულ კითხვებს. ამასთანავე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გენერალურმა პროკურორმა გამოყოფილი საქმის მასალების ჩვენთვის სასურველ ფორმატში გაცნობა შემოგვთავაზა“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ნესტან ლონდარიძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საკითხებზეც, რომელზეც ვერ თანხმდებოდნენ და ეს უთანხმოება ისევ დარჩა. ხოლო სარალიძის მოთხოვნაა, რომ სააპელაციო სასამართლოს განხილვაზე მეტად გამოყოფილ საქმეზე მოხდეს რეაგირება.

„პროკურატურამ უნდა დაგვარწმუნოს იმ ორი პირის ბრალეულობა, რომლებსაც აქვთ წარდგენილი ბრალი და ამასთანავე იმსჯელოს საქმეში დამატებით პირთა მონაწილეობაზე“, - დასძენს ლონდარიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^