Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: სოციალური კაფე „ახალი მზიურის“ გაქურდვის ფაქტი გახსნილია

13 თებერვალი, 2019 20:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სოციალური კაფე „ახალი მზიურის“ გაქურდვის 
ფაქტი გახსნილია. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი  შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ამხილეს 4  არასრულწლოვანი: 2004 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ს.დ.,  2002 წელს დაბადებული ა.ჩ. და 2004 წელს დაბადებული მ.ბ.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვნებმა თბილისში, პარკ „მზიურში“ სოციალური კაფე „ახალი მზიური“ გაქურდეს, საიდანაც ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, აიპადი და 178 ლარის მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის  ადგილიდან მიიმალნენ. 

დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, ასევე, გაქურდეს მაღაზია "აიტექნიკი", საიდანაც სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე  მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუქტებით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^