Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფარული ჩანაწერის გავრცელების ბრალდებით შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა

14 თებერვალი, 2019 11:21

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, კიდევ ერთი პირი - 1975 წელს დაბადებული ზ.ლ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარა.

შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მობილური ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.

სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის, მობილური აპლიკაციით), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

ამ საქმეზე შსს-მ სულ 18 პირი დააკავა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^