ქაშუეთის ეკლესიის ეზოში ვლადიმერ (ლადო) ბედუკაძეს სცემეს. ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, დადგენილია კონფლიქტში ბედუკაძესთან ერთად მონაწილე პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც ძალადობას გულისხმობს.
გლდანის N8 ციხეში პატიმართა წამების და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებული ლადო ბედუკაძე 2013 წლის 14 ივნისს საპროცესო შეთანხმების შედეგად გაათავისუფლეს.