ყოფილი პატიმარი, რომელმაც დღეს ლადო ბედუკაძეს სცემა, პოლიციაში გამოკითხეს. ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ში დაუდასტურეს. პირი სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ და გამოკითხვის შემდეგ პოლიციის სამმართველოს შენობა დატოვა.
ლადო ბედუკაძეს დღეს ქაშუეთის ეკლესიის ეზოში სცემეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც ძალადობას გულისხმობს.
გლდანის N8 ციხეში პატიმართა წამების და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებული ლადო ბედუკაძე 2013 წლის 14 ივნისს საპროცესო შეთანხმების შედეგად გაათავისუფლეს.