Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალთა მოძრაობა: ოჯახში ძალადობის დანაშაულზე მედიაცია დაუშვებელია

15 თებერვალი, 2019 19:51

ქალთა მოძრაობა ეხმაურება ინფორმაციას, რომლოის მიხედვითაც, საპატრიარქო პარლამენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებში მედიაციაში ჩაერთონ. გთავაზობთ განცხადებას:

"გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქო და კონკრეტული სასულიერო პირები აწარმოებენ პარლამენტთან აქტიურ მოლაპარაკებას სამების ტერიტორიაზე, რათა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში სასულიერო პირებმა აწარმოონ მედიაცია. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯღამაძის განაცხადების მიხედვით - „სასულიერო პირები თუ ჩაერთვებიან ოჯახური პრობლემების მოგვარებაში, ეს იქნება ძალიან კარგი და, რა თქმა უნდა, ეს საერთო აზრია.”

სასულიერო პირების ინტერვიუებიდან ასევე ირკვევა, რომ ისინი პოლიციას, პროკურატურას და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემას მიიჩნევენ არაკომპეტენტურად, კერძოდ, ისინი აცხადებენ: „აუცილებელია, რომ საზოგადოება და განსაკუთრებით სამართალდამცველები გაერკვნენ იმაში, თუ რა არის კონფლიქტი და რა – ძალადობა. [ეს ორი რამ] უნდა გაიმიჯნოს, რათა არ მოხდეს მათი აღრევა.“ როგროც ჩანს, სამღვდელოებას მიაჩნია, რომ თავად უფრო ესმის - რა არის დანაშაული და რა არა და აპირებს ჩაერიოს მართლმსაჯულების განხორციელებაში. სასულიერო პირები ასევე მოითხოვენ დამნაშავეების ციხიდან გამოშვებას: “ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოშვებულ იქნენ ის ადამიანები, რომლეთა ოჯახის წევრებიც უკიდურესად დაზარალდნენ ამ ყველაფრით.“

აღნიშნული განცხადებები უკიდურესად შემაშფოთებელია შემდეგი მიზეზების გამო:

  • მართლმსაჯულების განხორციელებაში სასულიერო პირების ჩარევა დაუშვებელია; დანაშაულის გამოძიება და პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ იქნება სასულიერო პირების შეხედულებებზე დამოკიდებული;
  • ოჯახში ძალადობის დანაშაულზე მედიაცია დაუშვებელია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რადგან ოჯახური დანაშაულის დროს მორიგება დამნაშავისათვის იწვევს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, მსხვერპლისთვის კი რისკის ზრდას;
  • შემაშფოთებელია ზოგადად საპატრიარქოს დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის მიმართ, როდესაც ისინი მუდმივად იცავენ მოძალადე კაცებს, ქალებს კი მოუწოდებენ მოთმინებისკენ და ოჯახის შენარჩუნებისაკენ ნებისმიერ ფასად;

მოვუწოდებთ პარალმენტს:

1. შეწყვიტოს კულუარული მოლაპარაკებები სამებაში და გადაიტანოს შესაძლო საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობა პარლამენტში და ამით გახადოს დისკუსია საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის და თავად ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაციებისათვის;

2. გაითვალისწინოს საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ქალზე ძალადობის შემთხვევებში კანონით განსაზრვრული შუამავლობა და მორიგება აკრძალულია".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^