Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამტრედიის საბავშვო ბაღების ცხენის ხორცით მომარაგებას ადასტურებენ

16 თებერვალი, 2019 16:50

გიორგი ვაშაძის პარტია „ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, სამტრედიის საბავშვო ბაღების ცხენის ხორცით მომარაგება დასტურდება.  

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე სურსათის მიმწოდებელი შპს „ელენიკო" შავ სიაში დაარეგისტრირეს. აღნიშნული დოკუმენტი დღეს გამართულ ბრიფინგზე თეონა ჭალიძემ წარმოადგინა. განკარგულების თანახმად, სწორედ, შპს „ელენიკო" მიერ საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებულ ხორცს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, რის შემგედაც დადგინდა, რომ ხორცის ნიმუშები შეიცავდა ცხენის დნმ-ს. შავ სიაში შეყვანასთან ერთად, კომპანია 20 545 ლარით დააჯარიმეს. 

სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ხათუნა გაგუა შარშან ოქტომბერში საბავშვო ბაღებისთვის ცხენის ხორცის მიწოდების ფაქტს ადასტურებს. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც კი შეამჩნია საეჭვო ხორცი, ამოიღო და ანალიზიც გაუკეთა, რის შემდეგაც კომპანია ჯარიმაზე გავუშვით და ხელშეკრულება შევწყვიტეთ. სამტრედიის მუნიციპალიტეტში სულ 24 საბავშვო ბაღია და მათ ვამარაგებდით", - ამბობს გაგუა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^