
ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში აზიარა.
„მოსული ვიყავი, მამა გიორგი შეუძლოდ გახლდათ. ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და ამან დააჩქარა მისი ზიარების საკითხი. ორშაბათისთვის უნდა ჩამოვსულიყავი და უნდა მეზიარებინა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ავად გახდა, ვამჯობინე დამეჩქარებინა, დღეს ჩამოვსულიყავი და მეზიარებინა. ღვთის წყალობით ეზიარა მამაო. იმედია,მალე განიკურნება. როგორც ვიცით, მამაოს ინსულტი ჰქონდა და მარჯვენა მხარე აქვს გაჩრებული. იმედია, ღვთის წყალობით კარგად გახდება. ნანობს თუ არა, ეს უკვე აღსარების საკითხია. მამაოს გადაადგილება არ შეუძლია", - განაცხახა მამა ნიკოლოზმა.
გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოს შენობასთან აქციებს მართავდნენ. ისინი დაკავებული გიორგი მამალაძის ზიარებას მოითხოვდნენ. 5 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია, გიორგი მამალაძე აზიაროს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა“.