მარნეულში, სოფელ ჯანდარაში ავტოგასამართ სადგურზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ლიბერალს" უთხრეს, რომ ცეცხლი გაზგასამართი სადგურის იმ ნაწილსაც მოედო, საიდანაც გაზს ასხამენ, თუმცა მისი ლოკალიზება და ლიკვიდირება დროულად მოხერხდა.
„აფეთქების საფრთხე მოხსნილია" - უთხრეს „ლიბერალს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.