დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღეს დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, თუ რას სთავაზობს უნივერსიტეტი მოშიმშილე სტუდენტებს დეკლარირებულად.
„ა) ბიზნესსკოლის ავტონომიურობის უზრუნველსაყოფად ახალი ფაკულტეტის ფარგლებში შეიქმნას ბიზნესის მიმართულების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების, სტუდენტებისა და ბიზნესის სკოლის პროფესორების მონაწილეობით. აღნიშნული ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ მიმართულებით; გაგრძელდეს მუშაობა ახალი ფაკულტეტის სახელწოდებასა და პროგრამების შინაარსზე;
ვადა - 2 კვირა
ბ) უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებების შესატანად შექმნას საუნივერსტეტო სტუდენტური ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ მიმართულებით.
ვადა - 3 თვე“.
ჯერჯერობით, უცნობია, შეწყვეტენ თუ არა სტუდენტები შიმშილობას. ილიას უნივერსიტეტში სტუდენტები შიმშილობენ და მოითხოვენ ბიზნესსკოლაში გამოცხადებული რეორგანიზაციის შეჩერებას და გიორგი ქადაგიძის აღდგენას დეკანის თანამდებობაზე.