მოქალაქე დავით ბრაგვაძე Facebook-ზე ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მისი მტკიცებით, სამშენებლო კომპანია „არქის“ ისნის პროექტში ქარის მიერ დაზიანებულ ფასადის ნაწილს მუშა დამცავი საშუალებების გარეშე აკეთებდა - „უსაფრთხობა როგორ იყო დაცული? დანარჩენ ორს ეკავა იმ ერთის ფეხები“
„მოკლედ ძლივს ჩამოვიყვანე მოაჯირიდან, მაგრამ ეს სამი ლაკისტუფლებიანი კაცი მაინც არ მოეშვა ყოველგვარი დაცვის გარეშე ამ უბედურ ქარში 23-ე და 24-ე სართულებზე ფასადის დეტალებთან ჭიდილს“.
როგორც ბრაგვაძე წერს, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ „არქიდან“ დაუკავშირდნენ და მადლობის გადახდის შემდეგ მისი წაშლა სთხოვეს.
„გზაში დაწეული მშენებლობის ნებართვები“ – მაგალითები „არქიდან“
„2018 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული „არქის“ ვერ გავაგებინე, რომ მე ბინა შევიძინე მათგან. შესაბამისად, ყველა პრეტენზია მექნება მათთან. არქი რომ კანონმდებლობას და სტანდარტებს იცავდეს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ვერ დააყენებდა მუშას ლაკის ტუფლებით 23-ე სართულის აივნის მოაჯირზე. მის მიერ დაქირავებული სხვა კომპანია გაზის მილებს პირიდან ჩაბერვით არ შეამოწმებდა და ა.შ.“, - წერს ბრაგვაძე
კომპანიის ერთ-ერთი მეწილე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ივლიანე (ილია) წულაიაა.
„ლიბერალი“ კომპანიის პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს. ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ მასთან დასაკავშირებლად ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გავაგზავნოთ წერილი, წერილის გაცნობის შემდეგ კი ის თავად დაგვიკავშირდება.