
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდება.
ზურაბიშვილი ოფიციალურ ვიზიტს დღეს დაასრულებს. ის საფრანგეთში 17 თებერვალს ჩავიდა, პრეზიდენტთან შეხვედრამდე სხვა ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, შეხვდა პირველ ლედის და ფრანგულ მედიას ესაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში ჩავა.
Meeting with President Macron https://t.co/npVs7zSFE2
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 19, 2019