„ქართული მარში" აცხადებს, რომ ის ფიზიკურად არ დაუშვებს, გეი ფესტივალის, გეი აღლუმის ჩატარებას", - ამის შესახებ „ქართული მარშის" წევრმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.
„ჩვენ გამოვალთ და ჩვენს გვამებზე მოუწევთ გადავლა, თუკი მოინდომებენ ამ ღონისძიების ჩატარებას, ამ გარყვნილების ზეიმის ჩატარებას.
მისმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს გახარიას, თუ უნდა სპეცრაზმთან ერთად წამოიყვანოს ეს მამათმავლები და მათთან ერთად შეგვებრძოლოს ჩვენ. არავისი არ გვეშინია, ბოლომდე დაგიდგებით წინ. სისხლი უკანასკნელ წვეთამდე შეგებრძოლებით... არ გვეშინია არც თქვნი ნიღბიანების და არც თქვენი სპეცრაზმელების", - განაცხადა ბრეგაძემ.
„ლიბერალი" ემიჯნება ჰომოფობიურ გამონათქვამებს;
ივნისში თბილისში ლგბტქ პრაიდის გამართვა იგეგმება - მსვლელობა არასაზეიმო იქნება
18-23 ივნისს თბილისში პრაიდის გამართვა იგეგმება.
ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრაიდის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
აღნიშნული განცხადების მიხედვით, პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება.
„პრაიდის კვირეულს დაასრულებს - ღირსების მარში, რომლის ფორმა არ იქნება საზეიმო და კარნავალური, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში დღეს ქვიარებს არ გვეზეიმება." - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
„ჩვენ ვართ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანები
ჩვენზე ძალადობენ ოჯახში, სკოლაში, ქუჩასა და სამსახურში. გვივარდებიან სახლებშიც, გვაგდებენ ოჯახებიდან. ჩვენ გვკლავენ!
ჩვენი დები და ძმები საზოგადოებაში არსებული სიძულვილისა და აგრესიის გამო სხვა ქვეყნებში ეძებენ თავშესაფარს. ჩვენ არ გვინდა გაქცევა, გვინდა ღირსეულად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში!
ჩვენ გვეხება და გვაწუხებს ქვეყანაში არსებული სიღარიბე, უმუშევრობა, ოკუპაცია და სოციალური უთანასწორობა.
ჩვენ გვიყენებენ მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად, რაც ყველას თანაბრად გვაზიანებს!
ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები და გვინდა ვიცხოვროთ არაძალადობრივ საზოგადოებაში.
ჩვენ გვჯერა, რომ საზოგადოება შემდგარია მაშინ, როდესაც მისი თითოეული წევრის უფლებები აღიარებული და დაცულია.
ჩვენ არ ვაპირებთ დამალვას, რადგან გაუსაძლისია ასე ცხოვრება და არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა ღირსებისთვის ბრძოლისა!
ჩვენ არ ვართ ცოტა და არავის დავტოვებთ მარტოს
ჩვენ ვართ სტუდენტები, მიმტანები, მუსიკოსები, დიზაინერები, არტისტები, მწერლები, სპორტსმენები, ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები, მეშახტეები, ტაქსის მძღოლები, სოციალური მუშაკები, პოლიტიკოსები, მღვდელმსახურები…
ჩვენ ვართ თქვენი შვილები, მშობლები, დები, ძმები, მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლები და მეზობლები.
ჩვენ ვართ თქვენ!
18-23 ივნისს, თბილისი პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონსიძიება გაიმართება.
პრაიდის კვირეულს დაასრულებს - ღირსების მარში, რომლის ფორმა არ იქნება საზეიმო და კარნავალური, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში დღეს ქვიარებს არ გვეზეიმება.
შემოგვიერთდით და მხარი დაგვიჭირეთ. ერთად დგომა გვჭირდება!“, - წერია განცხადებაში.