„აი, გვერდში არდგომამ, ჩვენს წინააღმდეგ მიმართულმა პროპაგანდამ, რა შედეგი გამოიღო. რატომ დაარქვეს მაინცდამაიც გეიმარში, ვერ ხვდებით თქვენ ამას? რატომ მაინცდამაინც მარში დაარქვეს და არა სხვა სახელი?", - ამის შესახებ „ქართული მარშის" ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.
ბრეგაძე ლგბტქ პრაიდის გამართვას „ქართული მარშის" დასუსტებას უკავშირებს.
„ეს არის პასუხი აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებული ქართული მარშისა, სადაც ქართველი პატრიოტები გამოვიდნენ და მთელ ქვეყანას უთხრეს, რომ ეს არის საქართველო, რომ ეს არის ზნეობის, ტრადიციების, კულტურის ქვეყანა, სადაც არ იქნება დაშვებული არც გარყვილების პროპაგანდა, არც ტრეფიკინგი და არც სხვა უმსგავსოება. ეს არის ამის პასუხი, ორი წლის შემდგომ გვიღებენ რევანშს. „ქართული მარშის" მაგივრად მიიღეთ გეიმარში", - აცხადებს ბრეგაძე.
როგორც ბრეგაძე ვარაუდობს, ორგანიზაციებმა [ლგბტქ პრაიდის ორგანიზატორებმა] ჩათვალეს, რომ მას შემდგომ რაც „ქართულმა მარშმა" გამოაცხადა რეოგანიზაციის შესახებ, „ქართული მარში" დაიშალა, „ქართული მარში" აღარ არსებობს, „რომ მათ გზა ხსნილი აქვთ, რომ განახორციელონ თავიანთი გარყვნილი ქმედებები".
„ეს გახლავთ მიზეზი იმისა, თუ როგორ და რატომ გაბედეს მათ ამ საშინელების, ამ გარყვნილების გამართვა.
ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ მათ ჰგონიათ, რომ „ქართული მარში" აღარ არსებობს, რომ „ქართული მარში" დაიშალა და „ქართული მარში" სახლში წავიდა და რომ წინააღმდეგობის გამწევი არავინ არ არის მათი ქმედებებისა.
სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე არაერთხელ, როდესაც თითოეულ თქვენგანს მოგიწოდებდით, რომ დაუდექით „ქართულ მარშს" გვერდით. დაუდეგით „ქართული მარშის" ბრძოლას გვერდით. ამის პასუხად ჩვენ მივიღეთ ქილიკი, შეურაცხყოფები, ტალახის სროლა, ისევ და ისევ ჩვენი თანამბერძოლებისგან", - განაცხადა ბრეგაძემ.
„ლიბერალი" ემიჯნება ჰომოფობიურ გამონათქვამებს;
ივნისში თბილისში ლგბტქ პრაიდის გამართვა იგეგმება - მსვლელობა არასაზეიმო იქნება