Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კარგი იქნება, თუ იუსტიციის საბჭო უვადოდ დანიშვნას კანონპროექტების მიღებამდე შეაჩერებს - თამარ ჩუგოშვილი

20 თებერვალი, 2019 16:27

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხის შეჩერების საკითხზე მიმდინარე დისკუსიასა და ამავე თემაზე მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა. 

„ორი პარალელური პროცესია ძალიან მნიშვნელოვანი. ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა და იცით, რომ პროცესი მიმდინარეობს, პარლამენტი კანონპროექტს წერს. მეორეა, სხვა მოსამართლეების დანიშვნა. როგორც პრობაციაზე (გამოსაცდელი ვადით) დანიშვნა, ასევე უვადოდ გამწესება. ეს კანონი დიდი ხანია, დასახვეწია, თემებზე მუშაობა გაიწელა. პარლამენტში სამუშაო ჯგუფი იყო შექმნილი, რომელსაც შედეგების დადება გაეწელა. დაუყოვნებლივ, დროულად უნდა მოხდეს კანონების მიღება და ჩვენი პოლიტიკური ძალა პასუხისმგებლობას იღებს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი, ასევე, სხვა მოსამართლეების დანიშვნის, დისციპლინური პასუხისმგებლობა-საქმიანობის წესების დარეგულირების თაობაზე. კანონპროექტები ყოველგვარი გადადებისა და დაბრკოლების გარეშე იქნება მიღებული. დაბრკოლება რომ არ ყოფილიყო, საქმე არ გამწვავდებოდა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის აზრით, სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ფაზა დაუყონებლივ უნდა დაიწყოს და ეს იმ პრობლემებს გაასწორებს, რაც საზოგადოებას აწუხებს.

„კარგი იქნება, თუ იუსტიციის საბჭო უვადოდ დანიშვნას შეაჩერებს და ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ვიდრე პარლამენტის მხრიდან საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე კანონპროექტები მიღებული არ იქნება. როგორც კი კანონპროექტებს მივიღებთ და ვენეციის კომისიასთან პროცედურებს გავასწორებთ, ყველანაირი კითხვები მოსამართლეთა დანიშვნასა და იუსტიციის საბჭოს საქმიანობაზე მოიხსნება. შესაბამისად, შეგვეძლება, მოსამართლეთა განწესების თაობაზე მშვიდად ვიყოთ. კარგი იქნება, თუ საბჭოს მხრიდან დანიშვნა შეჩერება, რომ ამან ზედმეტი ვნებათაღელვა არ გამოიწვიოს. ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს, ვერ დავავალებთ. ორი კონსტიტუციური ორგანო ვართ და როცა ურთიერთობა გამწვავებულია ასე და ჩანს, საკითხებმა რამხელა დაპირისპირება გამოიწვია. ნორმალური თანამშრომლობა იქნებოდა, რომ იუსტიციის საბჭოს თუ ისეთი მოსამართლეები არ ჰყავს, რომელთაც სამწლიანი ვადა ეწურებათ და მათი კანდიდატურა აუცილებლად განსახილველია, პარლამენტის მხრიდან კანონპროექტის მიღებას დაელოდონ და ეს იქნებოდა სწორი. ეს პარლამენტსა და სასამართლოს ჯანსაღი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდა, რადგან მათი მხრიდან ხისტმა დამოკიდებულებებმა, სიის წარმოდგენამ ყველა საკმაოდ მძიმე ვითარებამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^