საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ზაზა შათირიშვილმა დატოვა, რომელიც უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული. პარლამენის თავჯდომარის ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტუს დადგენილების პროექტით, შესაბამისი საკონკურსო კომისია შეიქმნება, რომელიც ახალ წევრს შეარჩევს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონკურსო კომისიის წევრად 9 ადამიანია შემოთავაზებული. ესენი არიან:
სოსო გალუმაშვილი- პიარკომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი;
გოდერძი შარაშია - ჟურნალისტი;
ბონდო მძინარაშვილი - „ობიექტივის“ მთავარი რედატქორი;
ბაია გადაბაძე - მედიამენეჯერი;
ნინო ახვლედიანი - ჟურნალისტი;
სალომე უგულავა - „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი;
ერმილე მესხია - ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტოს რექტორი;
დავით ცხადაძე - კინოოპერატორი;
ნათია კუპრაშვილი - თსუ-ის ასოცირებული პროფესორი;