Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბექა ნაცვლიშვილი: მე ვიცი, რომ პარლამენტში დღეს ბოლოჯერ შევდივარ უმრავლესობის სახელით

21 თებერვალი, 2019 13:14

ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი დღეს, სავარაუდოდ, უმრავლესობას დატოვებს. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ შემუშავებული საპენსიო სისტემა გარკვეულწილად წინა ხელისუფლების იდეოლოგიას ეფუძნებას, რასაც ის დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა.

„მე ვიცი, რომ ბოლოჯერ შევდივარ. იმიტომ, რომ დავინახე განწყობები, დავინახე ჩემი კოლეგების განცხადებები ჩემს საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, მე ვეცდები, სხდომათა დარბაზში დღეს ჩემს კოლეგებსაც მივმართო, მაგრამ უფრო მივმართავ საზოგადოებას.

იმიტომ, რომ ეს საპენსიო სისტემა ზოგადად და ეს მსოფლმხედველობა ეფუძნება გარკვეული თვალსაზრისით იმას, რასაც მე ამდენი ხნის განმავლობაში ვებრძოდი. ჩვენ, როგორც ჩანს, ვერ გავათვითცნობიერეთ, რას ეფუძნებოდა წინა ხელისუფლების იდეოლოგია და შესაბამისად, გავაგრძელეთ გარკვეული თვალსაზრისით ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

„ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ პარლამენტს საპენსიო რეფორმის ალტერნატიული ვარიანტი წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, თაობათა სოლიდარობაზე არის დაფუძნებული. თუმცა, ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ უმრავლესობა მის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს და ამის შემდეგ ის მმართველ გუნდს დატოვებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^