
საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი და ოპოზიცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაბრუნებას მოითხოვენ. მის დაბრუნებამდე დეპუტატები სხდომის წამყვანს, ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურს სხდომის შეჩერებას სთხოვდნენ.
ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლევან მურუსიძის მონაწილეობით სასამართლოს საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ბიუროს დარბაზში მართავს.
პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები ესწრებიან.
გარდა ამისა, შეხვედრაზე იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ.
ამ დროისთვის სხდომის წამყვანმა შესვენება გამოაცხადა.