Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

21 თებერვალი, 2019 21:23

„ქართული ოცნების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. გოგიჩაიშვილმა თავის გადაწყვეტილებაზე პლენარული სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელზეც მისი, ეკა ბესელიას და კიდევ 7 დეპუტატის ინიციატივა ჩავარდა. კანონპროექტით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2024 წლამდე უნდა გადადებულიყო.

„უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს მორალური უპირატესობა დაკარგა, რადგან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში იურიდიულად უფორმებდნენ ყველაფერს, რასაც ის ქვეყნის წინააღმდეგ ჩადიოდა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

პარლამენტში ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 17 კი წინააღმდეგი წავიდა. კანონპროექტის მისაღებად დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ეკა ბესელიასა და კიდევ რვა დეპუტატის ინიციატივით, ცვლილებები უნდა შესულიყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში. ცვლილებებით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება უნდა შეჩერებულიყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^