ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების" დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ძალიან რთულია იმ პოლიტიკური გუნდიდან წასვლა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად დააფუძნა.
„რთულია თქვა, „მივდივარ“ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ, სად მივდივარ - მივდივარ იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა, სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაყვება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, მოქალაქისთვის ყველაზე ღირებული რამ - სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა", - ამბობს ბესელია.
პარლამენტში ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა.
პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიას ინიციატივას 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 17 კი წინააღმდეგი წავიდა. კანონპროექტის მისაღებად პარლამენტში დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო