დღეს ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა პარლამენტში გადაღებული ვიდეო სახელწოდებით „ბესელლია VS ჩუგოშვილი“. 5-წამიან ვიდეოს ინტერნეტი იუმორით შეხვდა.
გუშინ თამარ ჩუგოშვილმა მხარი არ დაუჭირა ეკა ბესელიას კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითვალისწინებდა. დღეს კი ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ დატოვა.