Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

22 თებერვალი, 2019 15:47

ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ნაცვლიშვილმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა მისი წარდგენილი საპენსიო რეფორმა ჩააგდო. ნაცვლიშვილმა, ასევე დატოვა „სოციალ-დემოკრატიული პარტია" და საპარლამენტო ფრაქცია.

დღეს პლენარულ სხდომაზე ნაცვლიშვილის კანონპროექტს 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 კი წინააღმდეგი წავიდა. კანონპროექტის დასამტკიცებლად 52 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

როგორც გუშინ „სოციალ-დემოკრატების“ წევრმა თქვა, პარლამენტის მიერ მიღებული მოქმედი საპენსიო რეფორმა წინა ხელისუფლების იდეოლოგიას აგრძელებს, რასაც ის წლების განმავლობაში ებრძოდა.

„ეს საპენსიო სისტემა ზოგადად და ეს მსოფლმხედველობა ეფუძნება გარკვეული თვალსაზრისით იმას, რასაც მე ამდენი ხნის განმავლობაში ვებრძოდი. ჩვენ, როგორც ჩანს, ვერ გავათვითცნობიერეთ, რას ეფუძნებოდა წინა ხელისუფლების იდეოლოგია და შესაბამისად, გავაგრძელეთ გარკვეული თვალსაზრისით ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა“, - განაცხადა გუშინ ბექა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, მისი ინიციატივა სოლიდარობის პრინციპს ეფუძნებოდა და დაბალშემოსავლიან ადამიანებზე იყო ორიენტებული.

გუშინ საპარლამენტო უმრავლესობა ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვა, დღეს - ეკა ბესელიამ, გედი ფოფხაძე კი აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^