„გედი ფოფხაძემ მომმართა როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს და დატოვა ფრაქცია. როგორც ვიცი, პარტიის დატოვების შესახებაც შეიტანა განცხადება პარტიაში". - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე.
"ზოგადად, როდესაც გუნდის წევრები ტოვებენ გუნდს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათი არჩევანია და მათი გადასაწყვეტია. მე მიმაჩნია, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს ხმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ, რაც არ უნდა ემოციური ფონი იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა“, - ამბობს მდინარაძე.
თავად გედევან ფოფხაძის თქმით, ის განცხადებას ორშაბათს დაგეგმილ ბრიფინგზე გააკეთებს.