" ისტორია ახალგაზრდა გოგონას შესახებ თავისი ტკივილით და განცდით - ჩემთვისაც იყო სულისშემძვრელი". წერს ეკა ბესელია ფეისბუქზე. დეპუტატი პირადი ცხოვრების ჩანაწერების ნახვისა და გავრცელების გამო დაკავებულების საკითხს რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა.
"ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - არ არის ჩემი ამოცანა და სურვილი ვიხილო გაუბედურებული და ცხოვრება არეული ახალგაზრდები მათი უნებლიე , გაუაზრებელი შეცდომის გამო. მე არ მინდა ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია". - ამბობს ბესელია.
მისი თქმით, "არ არის თვითმიზანი მათი საპყრობილეში გაშვება. ამიტომ მართებს გამოძიებას და სასამართლოს სიფრთხილე , სიზუსტე და სამართლიანობა".
"მე როგორც დაზარებულს მექნება სწორედ ასეთი ადამიანური და სამართლიანი პოზიცია მათ მიმართ. ველოდები რომ გამოძიებამ იპოვოს რაც შეიძლება სწრაფად ვინ დაიწყო და ვინ იყო ორგანიზატორი ამ ველურობის და საზარელი დანაშაულის. ეს არის კითხვა რასაც მე არ მოვხსნი დღის წესრიგიდან.
აქვე, მედიას მინდა მივართო, ამ თემებზე საუბრის თუ მსჯელობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო რათა თავიდან ავიცილოთ მსხვერპლის განმეორებითი ვიქტიმიზაცია. გაუფრთხილდეთ ადამიანებს!
ჩემი ბრძოლის ხაზი ყოველთვის გადიოდა ადამიანის დაცვაზე და მიზანიც ადამიანი იყო! ასეც ვაპირებ გავაგრძელო როგორი ბარიერებიც არ უნდა აღიმართოს წინ...." - წერს იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე შსს-მ სულ 18 პირი დააკავა.