Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გასულ კვირას CO-თი ათამდე ბინის მეპატრონე, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ - ყაზტრანსგაზი

25 თებერვალი, 2019 11:23

ყაზტრანსგაზის ინფორმაციით, გასულ კვირას  CO-თი ათამდე ბინის მეპატრონე, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ. კომპანია ვიდეო კადრებს ავრცელებს. 

კადრები სამგორის რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაშია გადაღებული, სადაც ოჯახში ღია კამერიან აკრძალულ წყალგამაცხელებელს მოიხმარდნენ. კადრებში ჩანს საკვამლე  მილი, რომელშიც ჩიტის ბუდეა გაკეთებული.

„ოჯახის წევრები სასწაულად გადაურჩნენ  CO-ს ინტოქსიკაციას რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის და კლავს. შემოწმებისას ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა აკრძალული წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მფლობელი გააფრთხილეს, რომ სასწრაფოდ ჩაანაცვლოს საშიში დანადგარი ,  დახურული წვის კამერიანი წყალგამაცხელებლით.

ბინის მეპატრონეების დაუდევრობით გასულ კვირაში თბილისში CO-თი, ათამდე ადამიანი მოიწამლა. ყველა მათგანი აკრძალულ და საშიშ ღია კამერიან გაზგამათბობელს ან წყალგამაცხელებელს მოიხმარდა, რომლებიც უკვე ჩაჭრეს ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა. მოწამლულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

ყაზტრანსგაზ-თბილისი გაფრთხილებთ სასწრაფოდ ჩახსენით ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები და გაზგამათბობლები , რომლებიც ძალიან საშიშია და კლავს. ჩაანაცვლეთ ისინი დახურულ კამერიანი გაზდანადგარებით, "- ამბობენ კომპანიაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^