Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გადაწყვეტილება უნდა მიმეღო უფრო ადრე - გედი ფოფხაძე „ოცნებიდან" წასვლის მიზეზებს განმარტავს

25 თებერვალი, 2019 12:28

„მეგონა, რომ მართლა საქმეს ვემსახურებოდი. პოლიტიკაში მორალური უპირატესობა დავკარგე. მიდის „ქართული ოცნების" „ნაციონალიზაციის" პროცესი, როგორც იდეურ, ასევე პიროვნულ დონეზე", - აცხადებს პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე, რომელმაც „ქართული ოცნება" დატოვა.

ფოფხაძემ ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების შესახებაც ისაუბრა. 

„მე და ბიძინა ივანიშვილი ვერ შევთანხმდით მთავარ საკითხზე: რა განსხვავებული აზრიც არ უნდა გვქონდეს, ჩვენ უნდა გვქონდეს იმის უფლება, რომ ამ განსხვავებული აზრის თაობაზე ქართველ ხალხს ველაპარაკოთ. „ქართულ ოცნებას" თუ ეყოლებოდა მედიატორი, რომელიც მხარეთა შემრიგებლურ პოზიციაზე იმუშავებდა და არ იქნებოდა თვითონ მხარე, ეს მოგვცემდა გარკვეულ პოლიტიკურ სივრცეს სამოქმედოდ და ეს იქნებოდა ძალიან კარგი. ბატონი ბიძინა ამ პირობას იძლეოდა კიდეც, მაგრამ მე მგონია, რომ მოსამართლეების თემაზე ის გახდა მხარე", - თქვა გედევან ფოფხაძემ.

როგორც ფოფხაძე ამბობს, მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა. მისი თქმით, ეს საზოგადოებამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოფიციალურად გააფორმა.

„ახლა კი ხალხმა დაინახა, რომ პირველი ტურის შემდეგ მიცემული დაპირება იყო ძალიან დიდი ტყუილი", - ამბობს ფოფხაძე. 

რაც შეეხება პარტიის მართვის სპეციფიკას, როგორც ფოფხაძე ამბობს, დაიწყო ფიქრი იმაზე, როგორ გააჩუმონ ის ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვს.

„ვიგრძენი, რომ ჩემი პოზიციის საჯაროდ გამოხატვა ნიშნავს გუნდში ყოფნა-არყოფნას. როდესაც მიღებულ მესიჯებს გამოხატავ, ეს პოლიტიკოსის ფუნქცია არაა. ეს არის კომკავშირის ფუნქცია. ასეთი ადამიანები ვიღაცას ემსახურებიან. ისინი არიან მოლაპარაკე და არა მოაზროვნე თავები", - აცხადებს ფოფხაძე. 

დეპუტატი ამბობს, რომ მას უკმარისობის გრძნობა აქვს და მიაჩნია, რომ  „ქართული ოცნებიდან" წასვლის გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიეღო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^