„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის სასამართლოს სხდომაზე, ადვოკატმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, 15 000 მოქალაქის ხელმოწერა წარუდგინა, ასევე პარლამენტის 27 წევრის თავდების წერილი და დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა.
მიუხედავად შუამდგომლობისა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამრათლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა.
დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.