პარლამენტის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები" დატოვა. ამის შესახებ განცხადებით მან უკვე მიმართა შესაბამის დეპარტამენტს.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ფრაქციის არსებობისთვის მინიმუმ 6 დეპუტატია საჭირო. ჭიჭინაძის გასვლის შემდეგ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსიდან" რჩებიან: ირმა ინაშვილი, ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, გიორგი ლომია და გელა მიქაძე.
ფრაქციის დაშლის შემთხვევაში ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაკარგავს ირმა ინაშვილი, ასევე მათ არ ექნებათ ფრაქციის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის თანამდებობები და ფრაქციის აპარატი.
„პატრიოტთა ალიანსს" ერთი კვირის ვადა აქვს ფრაქციის შესავსებად.