Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხუან გუაიდო საქართველოს ელჩს შეხვდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

26 თებერვალი, 2019 10:48

საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია ვენესუელას დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს შეხვდა. შეხვედრაზე ხუან გუაიდომ მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისა და თავისუფლების მხარდაჭერისადმი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 
 
საუბრისას ხუან გუაიდომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით ჰუმანიტარული კატასტროფა უახლოეს პერიოდში დაიძლევა  და გამოთქვა იმედი, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მადუროს რეჟიმი ამყოფებს ქვეყანას დემოკრატიული ტრანზიციის შედეგად დასრულდება. 
 
საქართველოს ელჩის შეხვედრა ხუან გუაიდოსთან კოლუმბიის დედაქალაქში გაიმართა, სადაც მიმდინარეობს  ლიმას ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების 11-ე შევედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგანგებო და სრულუფებიანი ელჩის - დავით სოლომონიას ხელმძღვანელობით.  აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად იქნა მიწვეული სხდომაზე დამკვირვებლის სტატუსით.
 
სამინისტროს ცნობით, ბოგოტაში ჩატარებული შეხვედრის უმთავრეს საკითხს  წარმოადგენდა ვენესუელაში მიმდინარე კრიზისული სიტუციის განხილვა, განსაკუთრებით  კი 23 თებერვალს ნიკოლას მადუროს არალეგიტიმური რეჟიმის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეფერხების შემდეგ ქვეყანაში შემქნილი უკიდურესად რთული მდგომარეობა, რაც შეფასდა როგორც ჰუმანიტარული კატასტროფა.  შეხვედრის დასასრულს მიღებულ იქნა ბოგოტას დეკლარაცია, რომელშიც ჯგუფის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ ხუან გუაიდოს, როგორც ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს და გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას აღმოუჩინონ ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარება ვენესუელელ ხალხს და მათ მიერ დემოკრატიულად არჩეულ ეროვნულ ასამბლეას.   
 
ლიმას ჯგუფი წარმოადგენს 14 სახელმწიფოს გაერთიანებას, რომელიც 2017 წლის აგვისტოში პერუს დედაქალაქში შეიკრიბა და მიზნად ისახავს ვენესუელაში არსებული სიტუაციის მშვიდობიანი გზებით მოგვარებას, რაც გულისხმობს დიქტატორული რეჟიმის ცვლიელებას და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგად ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგის დამკვიდრებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობისადმი ვენესუელაში შემქნილი მდგომარეობის გამო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^