Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების 78% ქურდობაზე მოდის

26 თებერვალი, 2019 12:14

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ მონაცემები წარმოადგინა.

არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი დანაშაული 

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს შორის 42% იყო ოჯახში ძალადობა, 22% - ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, 13% - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, 12% - სექსუალური ძალადობა (ამათგან, 7% ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი), 10% - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ხოლო 1% - სხვადასხვა სახის დანაშაული.

შსს-ს ინფორმაციით, ამ მიმართულებით, ძირითად პრობლემად გამოიკვეთა მსხვერპლის, მათი მშობლებისა და იმ პირთა მხრიდან საგამოძიებო ორგანოსათვის დაგვიანებით მომართვა, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.

არასრულწლოვნების მიერ  ჩადენილი დანაშაული

რაც შეეხება არასრულწლოვანთა (14-დან 18 წლამდე პირთა) მიერ ჩადენილ დანაშაულებს, 78% იყო საკუთრების ხელყოფა/ ქურდობა, 11% - ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, 2% - ნარკოტიკული, 2% - სატრანსპორტო, ხოლო 6% - სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

შსს-ში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით, ძირითად პრობლემას წარმოადგენს ბავშვებთან კომუნიკაციაში მყოფი უწყებების მხრიდან ანტისოციალური ქცევის მქონე ბავშვების დროული იდენტიფიცირება და რესოციალიზაციისაკენ მიმართულ სერვისებში მათი დროულად ჩართვა. დანაშაულის ჩამდენი ბავშვების 90% ჩართულია სასწავლო პროცესში, თუმცა მათი უმრავლესობის აკადემიური მოსწრება არის საშუალო ან დაბალი და ისინი სწავლის შემდგომაც არ არიან ჩართულნი სპორტულ, სახელოვნებო ან სხვა აქტივობაში.

2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^